მეპურის გამოთლილი სიყვარულის ქანდაკება
44 წლის გიორგი კორძაძე 18 წელია პურს აცხობს. ერთი წლის წინ ქალი შეუყვარდა, რომელიც მასთან პურის საყიდლად მივიდა. მათი სიყვარულის ისტორია დიდხანს არ გაგრძელდა. ქალის სიყვარულმა და მონატრებამ გიორგის მისი პირველი პროფესია - ფერწერა და ქანდაკება გაახსენა. ცომის ზელას ქვის ტეხა შეურია, ტუფისგან სკულპტურა გამოაქანდაკა და „შერწყმა“ დაარქვა. გიორგი წლებია, დილის 7-დან ღამის 9 საათამდე, დღეში 150-მდე პურს აკრავს თონეში. ბოლო ერთი თვეა კი ცომის ზელასა და პურის ამოყრას შორის, თონის წინ, სახელდახელოდ მოწყობილ სახელოსნოში წყვილად ქცეულ ქვას ჩაჰკირკიტებს. გიორგი ამბობს, რომ სიყვარულის წყალობით, ხელმეორედ აღმოჩენილ პროფესიას აღარ მიატოვებს.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან