Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროს პირველი ხაზი „ვარკეთილიდან“ „სადგურის მოედნამდე“ მუშაობს

თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს.

განახლება: 10:39 საათიდან ყველა სადგური იღებს მგზავრებს.

მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო დედაქალაქის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს მხოლოდ „ვარკეთილიდან“ „სადგურის მოედნამდე“ ​ემსახურება. ინფორმაციას ავრცელებს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.

„დიდუბეში“ შექმნილი ხარვეზის გამო „სადგურის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებულია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი გასულია“, - აცხადებენ კომპანიაში.

დედაქალაქის მეტროს 23 სადგური აქვს, საიდანაც 16 „პირველ ხაზზეა“, 7 კი მეორეზე. მგზავრებს ვერ ემსახურებიან შემდეგ სადგურებში:

  • ნაძალადევი.
  • გოცირიძე;
  • დიდუბე;
  • ღრმაღელე;
  • გურამიშვილი;
  • სარაჯიშვილი;
  • ახმეტელის თეატრი.

თბილისის მეტროს მეორე, „საბურთალოს ხაზიც“ აქვს, რომელიც მგზავრებს „სადგურის მოედნიდან“ „სახელმწიფო უნივერსიტეტამდე“ ემსახურება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG