უძრავი ქონება (დეკლარაცია)
- 10 ბინა ბათუმში;
- სამი მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში (თანასაკუთრება);
- შვიდი სარდაფი ბათუმში.
ავტომობილები
გიორგი ჭყონიას რვა ავტომობილი ეკუთვნის. მათგან ოთხი 2025 წელს იყიდა. მხოლოდ გასულ წელს ავტომობილებში 310 ათასი დოლარი გადაიხადა.
ფული
დეპუტატი ნაღდი ფულის სახით 650 000 ლარს ინახავს. თანხა აქვს საბანკო ანგარიშებზეც: 200 000 ლარზე მეტი, 20 000 ევროსა და 10 000 დოლარზე მეტი.
შემოსავალი
გიორგი ჭყონიამ, რომელიც პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მხოლოდ გასულ წელს ბიზნესიდან 6 მილიონ ლარზე მეტი იშოვა.
- შპს "გზა" - 5 340 000 ლარი;
- შპს "ფიგოილი" - 633 888 ლარი;
- შპს "სახლი" - 230 000 ლარი.
მილიონერმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოდან 55-ჯერ ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე ბიზნესიდან. მისი ხელფასი პარლამენტში 112 689 ლარი იყო.
ფორუმი