მიმდინარეობს გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია
22 ნოემბერს, 11:00 – 18:00 საათამდე, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. უფასო აცრის აქცია თბილისში დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ასათიანის ქუჩაზე ტარდება და ის უფასოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. 2018-19 წლისთვის სახელმწიფომ 40 ათასზე მეტი ვაქცინა შეიძინა. საქართველოს მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინით ძირითადად რისკჯგუფში შემავალი პირები იცრებიან. მათ შორის ორსულები, 5 წლამდე ბავშვები, 65 წელზე მეტი ასაკის პირები. 22 ნოემბერს კი უფასო ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"