ნატა - ტრანსგენდერი უფლებადამცველი
ნატა ტალიკიშვილი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც „კატო მიქელაძის“ სპეციალური პრემიის გამარჯვებული გახდა. ნატა ტრანსგენდერი ქალების უფლებებს იცავს. თავის სახლს უთმობს რეგიონიდან ჩამოსულ ტრანსგენდერ ქალებს, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" საველე ოფიცერია და ტრანსგენდერ ქალებს მათთვის ხელმიუწვდომელი სამედიცინო და იურიდიული დახმარების მიღებაში ეხმარება. მრავალჯერ თვითონაც გახდა თავდასხმის და ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ტრანსთემის წევრების უფლებების დაცვას განაგრძობს. აპირებს კატო მიქელაძის სახელობის პრემია ხანდაზმულ ტრანსგენდერ ქალს მოახმაროს. „კატო მიქელაძის პრემია“ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქალთა ემანსიპაციისათვის მებრძოლი ქალის სახელს ატარებს. პრემია 2013 წელს დაარსდა და მას ყოველ წელს უფლებადამცველ ქალს გადასცემენ. კატო მიქელაძის პრემია ქალთა უფლებების დაცვისთვის შეტანილი წვლილისთვის წელს იდა ბახტურიძეს გადაეცა. ნატა კი სპეციალური პრემიის მფლობელია.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"