Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით 21 და 22 მარტს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

თბილისის ტრანსპორტი
თბილისის ტრანსპორტი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ავრცელბს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

„დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის... დამატებითი რეისები [უფასოდ] შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით“, - წერია განცხადებაში.

საქართველოს რკინიგზის ცნობით უფასო ბილეთები რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით 20 მარტს, 17:00 საათიდან გაიცემა.

დამატებითი რეისები

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887)

  • თბილისი-ბათუმი - 21:00 - 02:22
  • ბათუმი - თბილისი - 08:45 - 13:44

თბილისი-ფოთი-თბილისი (#872/871)

  • თბილისი-ფოთი - 09:10 - 14:45
  • ფოთი-თბილისი - 17:20- 22:54

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#878/877)

  • თბილისი-ზუგდიდი - 18:30-00:40
  • ზუგდიდი-თბილისი - 08:35-14:44

არსებული რეისები:

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#802/801)

  • თბილისი-ბათუმი - 08:00-13:12
  • ბათუმი-თბილისი - 16:50-21:49

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#804/803)

  • თბილისი-ბათუმი - 17:10-22:22
  • ბათუმი-თბილისი - 08:00-12:59

თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873)

თბილისი-ფოთი - 17:30-23:00

ფოთი-თბილისი - 07:10-12:39

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869)

თბილისი-ზუგდიდი - 08:15-14:25

ზუგდიდი-თბილისი - 17:10-23:19

თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (#854/953)

თბილისი-ოზურგეთი - 08:25-15:37

ოზურგეთი-თბილისი - 08:35-14:44

თბილისი-ბორჯომი-თბილისი

თბილისი-ბორჯომი - 06:35-10:48

ბორჯომი-თბილისი - 16:30-20:50

თბილისი-ბორჯომი - 18:45-22:58

ბორჯომი-თბილისი - 05:50-10:10

თბილისი-გარდაბანი-თბილისი

თბილისი-გარდაბანი - 07:10-08:16

გარდაბნი-თბილისი - 08:30-09:39

თბილისი-გარდაბანი - 19:00-20:06

გარდაბნი-თბილისი - 20:20-21:29

  • გუშინ, 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;
  • სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ;
  • კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა;
  • საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG