Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეშინია „ენჯეოების“?


ადამიანის უფლებების დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება, საზოგადოების ინფორმირება და განვითარება, კორუფციის გამოაშკარავება, ბუნებაზე ზრუნვა - არასამთავრობო ორგანიზაციები ამ და ბევრ სხვა საქმეს ემსახურებიან და, თითქოს, ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, რომ კეთილშობილური მისია აკისრიათ. თუმცა სხვა საქმეა, როგორ ასრულებენ კეთილშობილურ მისიას: ზოგს ეჭვი ეპარება ამა თუ იმ „ენჯეოს“ უანგარობაში, ზოგი მათ პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს.

  • რატომ უტევს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს?
  • რატომ აღარ დაედგომება უნგრეთში რეგიონის საუკეთესო უნივერსიტეტს?
  • ინტერვიუ შიმონ პანეკთან, დირექტორთან არასამთავრობო ორგანიზაციისა "ადამიანი გასაჭირში" (People in Need).
  • "შინ - უცხოეთში": რას გვაუწყებს გლდანის წარსულზე ბერლინელი ურბანისტი? - თინათინ გურგენიძე.
  • „თავისუფლების #კითხვები“: რა ვიცით არჩევნების მეორე ტურის შესახებ?

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG