Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს დიქოტომია


70 წლის წინ, 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონში მოაწერეს ხელი ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას, რომელიც ქმნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ანუ ნატოს, სამართლებრივ საფუძველს. და ვაშინგტონი გახდა იუბილეს აღნიშვნის ეპიცენტრიც: შეერთებული შტატების დედაქალაქში გაიმართა საიუბილეო მინისტერიალი საგარეო უწყების ხელმძღვანელების მონაწილეობით. 70 წლისთავზე ალიანსის ლიდერები აცხადებენ, რომ ნატოს მისია უცვლელია, მაშინ როცა ოპონენტებს ორგანიზაციის შიდა უთანხმოებაზე გადააქვთ ყურადღება.

  • როგორ აღნიშნავენ ვაშინგტონში მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი სამხედრო ალიანსის შექმნის 70-ე წლისთავს.
  • კიდევ რა გზა უნდა განვლოს საქართველომ ნატოს კარში შესაბიჯებლად? ინტერვიუ ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან, რიკარდ იოზვიაკთან.
  • "თავისუფლების #კითხვები": როგორ წარმოაჩენს ნატოს რუსული დეზინფორმაცია?
  • ნატო საქართველოში: რა მისიით შევიდნენ ნატოს სამხედრო გემები ფოთის ნავსადგურში.

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG