Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„2915 ლარი გაიტაცა“ - ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

მან „სპარი“ დააყაჩაღა - პროკურატურის ცნობით, მან „2915 ლარი გაიტაცა“.
მან „სპარი“ დააყაჩაღა - პროკურატურის ცნობით, მან „2915 ლარი გაიტაცა“.

გასულ თვეში ბათუმში მოქმედი პოლიციელი დააკავეს - სავარაუდოდ, მაღაზიის ყაჩაღობის ბრალდებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, - რომლის თანამშრომელიც არის ბრალდებული, - ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

ეს ამბავი თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით:

  • ინციდენტი გასულ კვირაში ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში, „სპარში“, მოხდა.
  • დაკავებულია პოლიციელი, ინიციალებით „ტ.რ.“, რომელიც ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომელია.
  • „აჭარა თაიმსის“ თანახმადვე, იგი, სავარაუდოდ, აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული და დაკავებულის „კოლეგები ამას უკავშირებენ მომხდარს“.

მოგვიანებით „ტვ პირველმა“ თქვა, რომ დაკავებულია 32 წლის პირი, გვარად რიჟვაძე.

ტელევიზია ციტირებს დაუსახელებელ წყაროს, რომლის თანახმადაც, „პოლიციელმა აზარტულ თამაშებში თანხა წააგო და სწორედ ეს გახდა დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივი“.

„ბათუმელების“ ცნობით, მაღაზია 24 თებერვალს დააყაჩაღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი ბრალდებული „წინასწარ პატიმრობაში“ 26 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუშვა.

„2915 ლარი“

პროკურატურის გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში „საკანცელარიო დანის გამოყენებით თავს დაესხა მენეჯერს“.

უწყების თანახმადვე, მან „სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცა 2915 ლარი“.

პროკურატურა აცხადებს, რომ პოლიციელი შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს „თვითონ ჩაბარდა და დანაშაული აღიარა“.

მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შენიშვნა: ინფორმაცია განახლდა პროკურატურის პრესცენტრის ცნობებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG