Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო ჩინეთს, რუსეთსა და ირანს COVID 19-ის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო რუსეთს, ჩინეთს და ირანს კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მოსახლეობას მოუწოდებს ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მიიღოს. ამის შესახებ განცხადება მან პარასკევს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

„მინდა ვისაურბო იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ხალხი „ტვიტერზე“ ეცნობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ზოგიერთი ასეთი ინფორმაცია გარკვეული მთავრობებისგან მოდის. ყველას მოვუწოდებ, ვინც მსგავს ინფორმაციას ეცნობა, რომ თითქოს ვირუსი აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისგან გავრცელდა, ყველა ამერიკელმა და არა მარტო მათ, ყველა ადამიანმა მთელ მსოფლიოში უნდა უზრუნველყოს, რომ ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღონ. ჩვენ ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს დეზინფორმაცია რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მოდის“.

21 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიში ახალი კორონავირუსით დაავადებულია 276 469 ადამიანი. გარდაცვლილია 11 417. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 91 ათასს სცდება.

XS
SM
MD
LG