რა ხდება, როცა მხოლოდ შენობები არ კმარა
ოთხი მეტ-ნაკლებად საერთო ინტერესების ადამიანი შეიკრიბა და მოიფიქრა, შეექმნა არქიტექტურის ბიენალე, რომელიც ქალაქის დაგეგმილ და სპონტანურ ურბანულ პროცესებს აღწერდა. “მხოლოდ შენობები არ კმარა,” - ამ ფრაზის და მოცემულობის გარშემოა კონცენტრირებული პირველი ბიენალე, რომლის ცენტრიც გლდანია. გლდანი “ქალაქი ქალაქში”, - კარგად დაგეგმილი სტრუქტურით, რომელიც მოსახლეობამ დროთა განმავლობაში საკუთარი საჭიროებების მიხედვით შეცვალა და “მოირგო.” ბიენალე არქიტექტორებისთვის საკომუნიკაციო პლატფორმა და გამოცდილებების გაზიარების სივრცეა, ადგილობრივებისთვის - მათი გარემოს გამრავალფეროვნების საშუალება, ხელოვანებისთვის საშუალება - აითვისონ ახალი სივრცეები, მასალები და მედიუმები, ქალაქისთვის კი შანსი - ილაპარაკონ მასზე. თბილისის პირველი ბიენალე 3 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს, 2 წლის შემდეგ ახალი თემით, ახალ ადგილას გაიმართება.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი