რეზინის ტყვიით დაზარალებული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩივილს აპირებს
რუსთაველი თეა მესხიშვილი დასთან, ქეთევანთან ერთად 20 ივნისს, ღამით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე წავიდა, როგორც თავად ამბობს, ოკუპაციის გასაპროტესტებლად. დების მისვლიდან დაახლოებით 40-50 წუთში პარლამენტის კიბესთან მდგარი სამართალდამცველების კორდონიდან დაიწყეს ცრემლსადენი გაზის გაშვება აქციის მიმართულებით. თეა მესხიშვილი პარლამენტის ზედა კიბესთან იდგა, როცა შს სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, როგორც დაზარალებული ამბობს, ორი მეტრის მანძილიდან რეზინის ტყვია კიდურის ზედა ნაწილში ესროლა. თეა დამ და უცხო ადამიანებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადით საავადმყოფო „ამტელი ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ექიმებს ორი საათი დასჭირდათ ფეხიდან რეზინის ტყვიების ამოსაღებად.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან