ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან მოყოლებული ხალხი აღნიშნავს 26 მაისს, როგორც დამოუკიდებლობის დღეს და ეს დღე ყოველ წელს სხვადასხვანაირია. იცვლებოდა საქართველო და იცვლებოდა 26 მაისიც.
26 მაისი - როგორ აღნიშნავდნენ დამოუკიდებლობას სხვადასხვა წელს - გალერეა
1
1919 წელი - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობა ერთი წლით ადრე, 26 მაისს გამოაცხადა. მეორე წელს კი პომპეზურად აღნიშნა. ფოტოზე საზოგადოება „შევარდენის“ წარმოდგენაა ვაკეში.
2
1989 წელი - ხალხი 26 მაისს 9 აპრილს დაღუპული გმირების ფოტოებით ხვდება. ერთი თვით ადრე საკავშირო ჯარებმა თბილისში საპროტესტო მიტინგის 21 მონაწილე შეიწირეს.
3
1990 წელი - 26 მაისის მიტინგზე ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი და ნოდარ ნათაძე დგანან. მერაბ კოსტავა უკვე ცოცხალი აღარ არის.
4
1990 წელი - დამოუკიდებლობა ჯერ აღდგენილი არ არის, მაგრამ ხალხი უკვე ზეიმობს. ცხენოსნები ქალაქის ქუჩებში დამოუკიდებელი საქართველოს დროშებით დადიან.
5
1990 წელი - მელიქიშვილის გამზირიც გადაკეტილია.
6
1995 წელი - ბოლო ხუთ წელიწადში საქართველომ 3 შეიარაღებული კონფლიქტი გამოიარა. შაჰ აივაზოვის ამ ფოტოზე გვარდია დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება.
7
2008 წელი - ორ თვეში რუსეთი საქართველოს დაესხმება თავს.
8
2010 წელი - ჯარი აღლუმს ატარებს.
9
2014 წელი - ბავშვები ტანკებზე ფოტოებს იღებენ.
10
2015 წელი - სადღესასწაულოდ რუსთაველზე სხვადასხვა პავილიონი და გასართობი სივრცეა მოწყობილი.