„სომხეთი და აზერბაიჯანი აქტიურად დაუპირისპირდნენ რუსეთს, ივანიშვილი კი მირბის რუსეთში და მიათრევს საქართველოს“, - წერს სააკაშვილი ფეისბუკზე და დასძენს:
„ჩვენ ვართ კავკასიელები და არა რუსები, უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია“.
ბოლო პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანში, - რომლებსაც, არაერთი დაპირებისა და საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ აქვთ სამშვიდობო შეთანხმება ხელმოწერილი, - მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება.
- იმის ფონზე, რომ სომხური პოლიტიკური წრეები საუბრობენ სომხეთის ეკლესიაში „კაგებეს გავლენებზე“, ნიკოლ ფაშინიანი ეკლესიის მეთაურს, კათალიკოს გარეგინ II-ს მწვავედ დაუპირისპირდა და მის გადადგომას ითხოვს; პარალელურად კი ღრმავდება სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები; დაწყებულია სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის რთული და, სავარაუდოდ, ხანგრძლივი პროცესიც;
- აზერბაიჯანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაძაბულია - აზერბაიჯანმა ეკატერინბურგში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი გარდაიცვალა, მკაცრი განცხადების გარდა, ასევე უპასუხა რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული Sputnik-ის დახურვითა და იქ მომუშავე „ФСБ-ს ორი აგენტის“ დაკავებით. ექსპერტთა თქმით, ბაქოს მკაცრი რეაქცია მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგია.
ფორუმი