Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა კიდევ ცხრა მსჯავრდადებული შეიწყალა


სალომე ზურაბიშვილმა ცხრა მსჯავრდადებული შეიწყალა.
სალომე ზურაბიშვილმა ცხრა მსჯავრდადებული შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს ცხრა მსჯავრდადებული შეიწყალა.

ხუთი მათგანი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

დანარჩენ ოთხ მსჯავრდადებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

მათ შორისაა ერთი ქალი მსჯავრდადებული.

სხვა დეტალებს - მათ შორის შეწყალებულთა ვინაობას - პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც წინა შემთხვევებში, არ აზუსტებს.

წინა ჯერზე, 5 დეკემბერს, პრეზიდენტმა ათი მსჯავრდადებული შეიწყალა, 25 ნოემბერს - რვა, უფრო ადრე, 11 ნოემბერს კი - თერთმეტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG