სახიფათო საინტერნეტო თამაშები
მორიგი სახიფათო საინტერნეტო თამაშის თაობაზე გამაფრთხილებელი წერილი მიიღო ასობით მშობელმა სკოლების ადმინისტრაციისგან. უკანასკნელი კვირების განმავლობაში სახიფათო თამაშების გავრცელების შესახებ ძირითადად დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს აფრთხილებენ. საინტერნეტო სივრცეში დროდადრო ახალ-ახალი სახიფათო თამაშები ჩნდება. საქართველოში ყველაზე გავრცელებული ე. წ „ლურჯი ვეშაპი“ იყო, თუმცა, ამას გარდა, ბევრი ისეთი თამაში ვრცელდება, რომელიც სულ მცირე ბავშვების გუნება-განწყობის ცვლილებას იწვევს. ზოგი თამაში რეალურ სივრცეში მოქმედების დავალებას ითვალისწინებს, ზოგიც ელექტრონული მიმოწერის ფორმით ითამაშება. კონკრეტული თამაშების დასახელებას მოვერიდებით, მაგრამ გთავაზობთ ფსიქოლოგ თეონა ჩიტიაშვილის, მანდატურის სამსახურის "ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის" უფროსის, რჩევებს, როგორ ამოვიცნოთ თამაშობს თუ არა ბავშვი სახიფათო თამაშს და როგორ დავეხმაროთ მას თამაშისგან თავის დაღწევასა თუ თამაშით გამოწვეული შფოთვისგან გათავისუფლებაში.
ეპიზოდები
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში