Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს


სომხეთმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე
სომხეთმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე

შაბათს, 25 ნოემბერს, სომხეთმა და საუდის არაბეთმა ოფიციალურად დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რითაც დასრულდა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი პოლიტიკა, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდებოდა.

ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა არა სომხეთსა ან საუდის არაბეთში, არამედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში. დოკუმენტს - პროტოკოლს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე - ხელი მოაწერეს სომხეთისა და საუდის არაბეთის ელჩებმა.

ჯერ უცნობია, გეგმავენ თუ არა ქვეყნები საელჩოების გახსნას.

საუდის არაბეთი ათწლეულების განმავლობაში უარს აცხადებდა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე, რისი მიზეზიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია იყო. 2020 წლის ომისა და შემდეგ 3 წელიწადში განვითარებული მოვლენების შედეგად, აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, რომ პოლიტიკის ცვლილება ასევე უკავშირდება საუდის არაბეთისა და თურქეთის - აზერბაიჯანის უახლოესი მოკავშირის - ურთიერთობების „მნიშვნელოვნად გაუარესებას“.

XS
SM
MD
LG