„უსაფრთხო მიწა - უსაფრთხო სახლი“ – ნაღმები, რომლებსაც ომი ტოვებს
4 აპრილი ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. ეს თარიღი გაერომ 2005 წელს დააწესა. 2019 წლის 4 აპრილის მთავარი გზავნილია „უსაფრთხო მიწა - უსაფრთხო სახლი“. 2008 წლის აგვისტოს ომმა შიდა ქართლს მრავლად დაუტოვა ომის ნარჩენები ჭურვების, ნაღმებისა და თუ აუფეთქებელი ნარჩენების სახით. ომის დასრულების შემდეგ ჰუმანიტარული ორგანიზაციამ „ჰალო ტრასტი“ ტერიტორიების დასუფთავება დაიწყო და 10 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის აუფეთქებელი ნარჩენი გააუვნებელყო. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ სამუშაოები თებერვალში სოფელ დვანის განაღმვის შემდეგ შეაჩერა. თუმცა ადგილობრივი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს კვლავაც იყოს ისეთი ტერიტორიები, რომლებიც გასუფთავებას საჭიროებენ.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი