ფერეიდნელი ქართველები შინ ბრუნდებიან
„დაკარგულ ვარ... იქა ვარ, მინდა მოვიდე აქა, აქა ვარ, მინდა წავიდე იქა, აქ ვარ იქაურობა მენატრება, იქ ვარ და საქართველო“, - გვითხრა თბილისიდან გაფრენის წინ საქართველოში ფეხით ჩამოსულმა ფერეიდნელმა ქართველმა შაჰრამ ონიკაძემ. შაჰრამთან ერთად, 400 წლის წინ, წინაპრების მიერ, საქართველოდან ირანისკენ იძულებით გავლილ გზას, კიდევ ორი ფერეიდნელი ქართველი დაადგა - ისმაილ დავითაშვილი და ომიდ (ამირან) გუგუნიშვილი. ირანის ისპაჰანიდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქ მარტყოფიდან, სადაც ისინი ცხოვრობენ - საქართველომდე 31 დღე იარეს, 1400 კილომეტრზე მეტი დაფარეს და თავიანთი მეორე სამშობლო თითქმის მთლიანად მოიარეს. მოგზაურობა დასრულდა - ფერეიდნელი ქართველები შინ ბრუნდებიან. რადიო თავისუფლებას კი წასვლის წინ კიდევ ერთხელ გაუზიარეს, როგორც ამბობენ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, თავიანთ ორ სამშობლოსა და მთავარ დარდზეც ილაპარაკეს - როგორ შიშობენ, არ დაკარგონ ქართული ენა და როგორ სჭირდებათ ამაში თავიანთი ისტორიული სამშობლოს დახმარება.
ეპიზოდები
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი