ფეხბურთის სიყვარულით გალიდან ზუგდიდამდე სავალი 11 წლის ბიჭის გზა
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ გაგიდაში მცხოვრები 11 წლის დიტო ოკუჯავა ყოველ მეორე დღეს მოპედით კვეთს საოკუპაციო ხაზს. ის ენგურის ხიდის გავლით გადმოდის ზუგდიდში, სადაც საფეხბურთო სკოლაში გადის გაკვეთილებს და ისევ უკან ბრუნდება. დიტო ოცნებობს ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი გახდეს, დედა კი მას ამ ოცნების ახდენაში ეხმარება. დედა-შვილს, ჯამში, 90 კილომეტრის გავლა ერთად უწევს, რადგან დიტოს, როგორც არასრულწლოვანს, ე. წ. მესაზღვრეები მარტოს არ ატარებენ. ახალგაზრდა სპორტსმენი დანიშნულების ადგილამდე გასავლელ მანძილს საათ-ნახევარში ფარავს. პირველი მოპედი ოჯახმა სამი წლის წინ განვადებით შეიძინა. მას შემდეგ კი, რაც საყვარელი ტრანსპორტი მოზარდს გაუფუჭდა, ახალი მოპედი და 300 ლიტრი საწვავი ერთ-ერთმა ბიზნესმენმა აჩუქა. მესამე წელია დიტო „ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე ვარჯიშობს, სადაც ფეხბურთისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და მონდომების გამო გადასახადისგან გაათავისუფლეს. ამასთან, ბურთითა და ფორმებითაც უზრუნველყოფენ.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი