„წინა ბაზრობაზე, აუქციონთან ერთად, ასი ათასი ლარი შევაგროვეთ“ – ფლიმარკეტი მედიისთვის
1
30-31 მაისს თბილისში, ვარდების ბაღში დამოუკიდებელი მედიისთვის საგაზაფხულო ბაზრობა და აუქციონი ეწყობა. იყიდება სამკაულები, ტანსაცმელი, წიგნები... შეგროვებული ფული 22 ონლაინ მედია ორგანიზაციაზე განაწილდება.
2
ანა კვირიაშვილი თავისი ხელით ნაქსოვ თავსაფრებსა და ქუდებს ჰყიდის. ბაზრობაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და თავისი ნივთები თავადვე გაყიდოს.
3
ეს ხის ლარნაკი ინდოეთში ძველი ნივთების მაღაზიაშია ნაყიდი.
4
ია იაშვილმა დიაბაზის ფილა შეიძინა - ეს ქვა მხოლოდ ყაზბეგში მოიპოვება.
5
იაპონელი მხატვრის იაიოი კუსამას რეპროდუქციაც გააყოლა ხელს.
6
არსამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდები“ ქალთა გაძლიერებაზე მუშაობს. მათ იმ ქართველი ქალების ილუსტრაციები აქვთ გამოტანილი, რომლებსაც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. მწვანეკაბიანი ქალი ამ ილუსტრაციაზე ოლღა გურამიშვილია.
7
ამ დახლზე ფრიალა კაბებთან ერთად რეპროდუქციები და სამკაულებიც გაყიდეს და 700 ლარი შეაგროვეს.
8
იტალიელი ტურისტები ვერ შეჯერდნენ, ტანსაცმელი მოსწონთ თუ არც ისე.
9
მეზობელ დახლზე ჯერ მხოლოდ ერთი ჩანთა გაიყიდა.
10
„კახური თათარა იმერული აქცენტებით“ ბაზრობის ბესტსელერია.
„შარშან 80 ჭიქა გავყიდე და წელს 159 ჭიქა გავაკეთე. მზია ამაღლობელის პროცესებზე თბილისიდან ბათუმში რომ დადიოდნენ, ქუთაისში ჩემთან გამოივლიდნენ ხოლმე და ამ გაბრაზებულ ხალხს თათარას ვახვედრებდი. ასე გახდა პოპულარული, - ამბობს გულიკო ბენაშვილი - იმერული აქცენტი კი იმას გულისხმობს, რომ კახური თათარის მსგავსად უხეში და სქელი არ არის, ნაზი და ჰაეროვანია“.
თავად გულიკომ ბაზრობაზე კუბიდან ჩამოტანილი ლარნაკი შეიძინა.