GDRONE - ასე ჰქვია დრონების სიყვარულით გაერთიანებული რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილ საწარმოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქართული დრონების კეთება დაიწყო. კვირაში ერთხელ სად არ შეხვდებით დრონის პილოტებს - ხან მზიურში, ხან ლისისკენ, ხან გაშლილ მინდორში და ხანაც იქ, სადაც ძველი შენობების ნანგრევებია - ეს იმისთვის, რომ ფრენა უფრო აზარტული გახდეს, უფრო რთული მანევრები აკეთონ და ერთმანეთს შეეჯიბრონ. სპორტული აზარტის და ვიდეოგადაღების გარდა, დრონებს სხვა არაერთი დანიშნულებაც აქვთ - მათი საშუალებით, მაგალითად, შესაძლებელია ნათესის მორწყვა ან ჰაერის ხარისხი გაზომვა... თუმცა დრონის პილოტებისთვის მისი მართვა მაინც დრონით დროის საუკეთესოდ გატარების საშუალებაა.
ქართული დრონი აფრინდა
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან