Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ქალს ძალადობრივად აპატიმრებენ ჰიჯაბის გარეშე ყოფნის გამო


ირანში ქალს ძალადობრივად აპატიმრებენ ჰიჯაბის გარეშე ყოფნის გამო
please wait

No media source currently available

0:00 0:01:29 0:00

ქალის ძალადობრივად დაპატიმრების ამსახველი ვიდეო 19 აპრილს გავრცელდა ინტერნეტში და მაშინვე მოედო ირანის სოციალურ ქსელებს. ვიდეოზე ასახულია მორალის პოლიცია, რომელიც ქალს ძალის გამოყენებით აპატიმრებს. ვიდეოს მძლავრი პროტესტი მოჰყვა სოციალურ მედიაში. პოლიციის ქმედება დაგმეს ცნობილმა ირანელმა მსახიობმა ქალებმა. ვიდეო თავდაპირველად გაავრცელა მასიჰ ალინეჯადმა, რომელიც ქალებისთვის სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ აწარმოებს კამპანიას. ალინეჯადი რადიო თავისუფლებასთანაც თანამშრომლობს. მორალის პოლიციამ სინანული გამოთქვა მომხდარის გამო. შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

XS
SM
MD
LG