ძიუდოისტთა დაპირისპირების მიზეზებს კომისია შეისწავლის
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები აგრძელებენ ბრძოლას ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის, გადასაყენებლად. სპორტსმენები 10 მაისს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე მივიდნენ ქევხიშვილისთვის მწვავე შეკითხვების დასასმელად, მაგრამ დიალოგი არ შედგა და სხდომა ხუთიოდ წუთში დატოვეს. ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტებს მოლაპარაკების მაგიდასთან უხმობს ერთპიროვნულ მმართველობასთან, ნეპოტიზმსა და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სასაუბროდ. კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, ინიციატივით კი შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც ფედერაციიდან სადავო საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა და დასკვნას რამდენიმე დღეში გააკეთებს.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"