Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი წვიმა თბილისში: დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და მეტროსადგურები

განახლდა
დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე
დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე

თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მერიის ცნობით, ამ წუთებში ქსელის აღდგენა მიმდინარეობს.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი, ე.წ. ახალი გზა, პრევენციისთვის იყო ჩაკეტილი. ამ დროისთვის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს, სადაც 2015 წლის 13 ივნისს სტიქია მოხდა. ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, მათ შორის „თბილსერვის ჯგუფი“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 4 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ასევე თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე „მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს“, - წერია განცხადებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG