15 წელი და „ვარდების რევოლუციის“ კვალი
2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში დასრულდა ედუარდ შევარდნაძის მრავალწლიანი მმართველობის პერიოდი. ამ მომენტისთვის მთელი ქვეყნა და მოსახლეობა ურთულეს კრიზისშია. უშუქობა, უკიდურესი გაჭირვება, კორუფცია, რომელშიც ჩართულია მმართველობის მთელი სისტემა. სტაგნაციას დასასრული არ უჩანდა. 2001 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორუფციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მცირე სტუდენტური ჯგუფი ყალიბდება. მსგავსი ჯგუფები იქმნება სხვა უნივერსიტეტებშიც. სტუდენტური თვითმმართველობის ქსელის წარმომადგენლები მოგვიანებით, 2003 წლის გაზაფხულზე ახალგაზრდულ მოძრაობაში ერთიანდებიან. ახალგაზრდული გაერთიანება, სერბული ანალოგის, „ოტპორის“ მსგავსად, სიმბოლოდ ირჩევს შეკრულ მუშტს და სახელად ირქმევს „კმარას“. „კმარა“ ჩართულია და გეგმავს საპროტესტო მოძრაობას 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. „კმარა“ იყო ხმაურიანი და ენერგიული ახალგაზრდული მოძრაობა რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2003 წლის „ვარდების რევოლუციასა“ და შევარდნაძის ხელისუფლების გადაყენებაში. „კმარას“ ორი ყოფილი აქტივისტი ლუკა წულაძე და გიორგი მელაძე იხსენებს „კმარას“. იხსენებს და აფასებს „ვარდების რევოლუციას“ და „ვარდების რევოლუციის“ გზით მოსული ხელისუფლების ნაბიჯებს უკვე 15 წლის შემდეგ.
ეპიზოდები
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“