Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭადრაკის სასახლე - გამარჯვებებისა და ნგრევის ძეგლი


ჭადრაკის სასახლე - გამარჯვებებისა და ნგრევის ძეგლი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:39 0:00

ამ შენობის ისტორია ჩვენი ქვეყნის ბოლო წლების ისტორიას ჰგავს, - გვეუბნება ხელოვნების კურატორი და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი ჭადრაკის სასახლეზე. ნინი, წლებია, ამ შენობას უტრიალებს, სწავლობს, აკვირდება, აქ დამთვალიერებლები მოჰყავს და ყველა დეტალის ამბავი იცის. ახლა ამერიკული ფონდის, “გეთი ფაუნდეიშენის” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გამოკვლევას ამზადებს, რომლის საფუძველზეც გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის სტილით ნაგები სასახლის კონსერვაციის გეგმა უნდა შემუშავდეს. ჭადრაკის სასახლე ყოფილ საბჭოთა კავშირში სულ რამდენიმე იყო. თბილისის სასახლე, ფაქტობრივად, ქართველი მოჭადრაკე ქალთა გამარჯვებებისთვის დადგმული ძეგლია. შენობა იმთავითვე ორი სპორტისთვის იყო შექმნილი - ჭადრაკისა და ალპინიზმისთვის. ალპური კლუბი, ალპინიზმის მუზეუმი და ჭადრაკის წრეები დღემდე ფუნქციონირებენ, თუმცა დარღვეულია შენობის პირვანდელი სახე - აყრილია მარმარილოს იატაკი, გამოცვლილია ფანჯრები, აივნების საშუალებით ძველებურად უწყვეტად ვერ შემოუვლი მთელ შენობას გარშემო, მოშლილია ხის შიდა დეკორაციები და, რაც მთავარია, ფაქტობრივად, საწყობად არის ქცეული შენობის მთავარი ნაწილი - 500- კაციანი დარბაზი, სადაც ჭადრაკის ჩემპიონატები იმართებოდა ხოლმე. “ეს პრაქტიკა, რომელიც ამ შენობას ერგო წილად, ანუ ის, რომ ორი წლის მანძილზე მზადდება სიღრმისეული კვლევა მისი კონსერვაციისთვის, ძალიან კარგი მაგალითი იქნება თბილისისთვის და აქ დაგროვილი გამოცდილება შესაძლოა სხვა მოდერნისტული შენობების შენარჩუნებისთვისაც გამოდგეს. გეთის ფონდის ინიციატივა, წლებია, არჩევს მსოფლიოში გამორჩეულ მოდერნისტულ შენობებს. ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი შეირჩა იქიდან გამომდინარე, რომ მას გამორჩეული ღირებულება აქვს. საერთოდ, რა ხდის ძეგლს ღირებულს? ეს შეიძლება იყოს არქიტექტურული, ისტორიული, ესთეტიკური, შესაბამისად, მხატვრული, ფუნქციური ფაქტორები… ამ შემთხვევაში ჭადრაკის სასახლის ღირებულებას ქმნის როგორც მისი არქიტექტურა, ასევე ის, რომ დღემდე აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი ფუნქცია. შენობას აქვს ასევე მემორიალური ღირებულებაც, იქიდან გამომდინარე, რომ ის ეძღვნება ქართველ ქალ მოჭადრაკეთა 30-წლიანი გამარჯვების ციკლს - კონკრეტულად, ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნინო გურიელის გამარჯვებებს“, - ამბობს მანანა თევზაძე, "ლურჯი ფარის" ხელმძღვანელი. სწორედ ეს ორგანიზაცია აღმოჩნდა შუამავალი ფონდსა და ჭადრაკის სასახლეს შორის.

XS
SM
MD
LG