„ვიზუალურად შესამჩნევი ცვლილებებია. ეს არის მდგომარეობის გაუარესება თუ ზოგადი დინამიკის მახასიათებელია, ეს არ ვიცი. მოძრაობასთან და ტკივილთან დაკავშირებით გვაქვს მნიშნელოვანი რეგრესი - ტკივილი მუდმივად აქვს, მაგრამ რაიმე ეფექტიანი სამედიცინო მომსახურება არ გაწევია...“ - თუთბერიძის თქმით, ამის დასტურია ისიც, რომ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსს ტკივილის გამო სახსრების გადახვევა დასჭირდა.
ელენე ხოშტარია - 18-თვიანი პატიმრობა პლაკატზე წარწერის გამო
17 ივნისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „დროას“ ("კოალიცია ცვლილებისთვის" შემავალი პარტია) თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.
პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.
24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.
„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.
რა ხდება ხოშტარიას თავს
17 ივნისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „დროას“ ("კოალიცია ცვლილებისთვის" შემავალი პარტია) თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.
პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მზად იყო შეესწავლა ელენე ხოშტარიასთვის პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეული "სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხი", მაგრამ ამ დოკუმენტის გამოთხოვას თავად პირის თანხმობა სჭირდება.
„სწორედ ამიტომ, საჯაროდ გავრცელებული განცხადების შემდეგ, მის ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი წარმომადგენელი და გამოხატა მზაობა პროცესში ჩვენი ჩართვის მიმართულებით“, - დაწერა ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელში.
ფორუმი