ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო

ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა ენტონი ზინიმ დღეს განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებები მალე განახლდება.
ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა ენტონი ზინიმ დღეს განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებები მალე განახლდება.
ზინის არ დაუსახელებია თარიღი, მაგრამ პალესტინელთა წარმომადგენელმა საედ ერექათმა თქვა, რომ მოლაპარაკებების პირელი რაუნდი კვირას გაიმართება. ამერიკელი დიპლომატის განცხადებას წინ უსწრებდა მისი შეხვედრები ისრაელის პრემიერ-მინიტსრთან, არიელ შარონთან, და პალესტინის ავტონომიის ლიდერთან, იასირ არაფატთან. დღესვე ისრაელის ხელისუფლებამ განცხადა, რომ წითელ ზღვაში დააკავეს პალესტინელთა ხომალდი, რომელზეც იმყოფებოდა ირანული წარმოშობის 50 ტონა იარაღი და ტყვიაწამალი.