14 ადამიანი დაიღუპა დღეს ჩრდილოეთი

14 ადამიანი დაიღუპა დღეს ჩრდილოეთი ჩეჩნეთის დაბა შოლკოვსკაიასთან, შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად.
14 ადამიანი დაიღუპა დღეს ჩრდილოეთი ჩეჩნეთის დაბა შოლკოვსკაიასთან, შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად.
დაღუპულთა შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების ორი გენერალია: ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ რუდჩენკო და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების სარდლის მოადგილე ნიკოლაი გორიდოვი. “მი-8”, რომელიც ხანკალის სამხედრო ბაზიდან ქალაქ მოზდოკში მიფრინავდა, ჰაერში აფეთქდა. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ შვეულმფრენი მიწიდან, რაკეტით ჩამოაგდეს. განვლილი დღე-ღამის მანძილზე ჩეჩნეთში, მეამბოხეთა თავდასხმებისა და ნაღმების აფეთქების შედეგად, ექვსი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.