უზბეკეთში გუშინ გამართული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის

უზბეკეთში გუშინ გამართული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების თანახმად, პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს ხუთიდან შვიდ წლამდე გაეზრდება უფლებამოსილების ვადა.
უზბეკეთში გუშინ გამართული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების თანახმად, პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს ხუთიდან შვიდ წლამდე გაეზრდება უფლებამოსილების ვადა.
როგორც საარჩევნო კომისია იტყობინება, ამ ინიციატივის წინააღმდეგია ქვეყნის მოქალაქეთა მხოლოდ 9 პროცენტი. არადა, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტმა. შეერთებულმა შტატებმა რეფერენდუმზე თავისი მეთვალყურეები არ მიავლინა, განაცხადა რა, რომ მისი ჩატარება დემოკრატიული ნორმების დარღვევის ტოლფასია. რეფერენდუმი ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს.