საქართველოს პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების

საქართველოს პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების პრობლემებისადმი ”განსაკუთრებულ ყურადღებას” მოითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების პრობლემებისადმი ”განსაკუთრებულ ყურადღებას” მოითხოვს.
როგორც "პრაიმ-ნიუსის" კორესპონდენტი ერევნიდან იუწყება, ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა, თეიმურაზ მოსიაშვილმა განაცხადა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში. მოსიაშვილის თქმით, პრობლემებიდან, რომლებიც სამცხე ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას აღელვებს, ბევრის მოგვარებაა შესაძლებელი, მაგრამ გასათვალისწინებელია საქართველოს შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები.