ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა

ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბოლო ორ დღეში ამ ქვეყანაში მოკლული იქნა 127 ადამიანი მაოისტი მეამბოხეების ხელით. მოკლულთა უმეტესობა პოლიციელები და ჯარისკაცები არიან.
ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბოლო ორ დღეში ამ ქვეყანაში მოკლული იქნა 127 ადამიანი მაოისტი მეამბოხეების ხელით. მოკლულთა უმეტესობა პოლიციელები და ჯარისკაცები არიან.
ორშაბათს ნეპალის პრემიერ-მინისტრი აპირებს პარლამენტში გამოსვლას, მოელიან რომ ის სამი თვით გაზრდის საგანგებო მდგომარეობის ვადას. საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს შარშან ნოემბერში მეამბოხეთა წინააღმდეგ საბრძოლველად. მაოისტები 1996 წლიდან ეწევიან იარაღით ხელში ბრძოლას ნეპალის მონარქიის დასამხობად.