ამერიკის საბრძოლო შვეულმფრენებმა მაღალმთიანი რაიონი

ამერიკის საბრძოლო შვეულმფრენებმა მაღალმთიანი რაიონი დაბომბეს დღეს აღმოსავლეთ ავღანეთში,
ამერიკის საბრძოლო შვეულმფრენებმა მაღალმთიანი რაიონი დაბომბეს დღეს აღმოსავლეთ ავღანეთში,

ხოლო ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის სახმელეთო ძალებმა შეტევა განახორციელეს ამავე რაიონში იმ პოზიციებზე, სადაც მათი ვარაუდით ”ალ-ყაიდის” მებრძოლები არიან გამაგრებული. როგორც ავღანეთის ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საიფ ულაჰმა აცნობა ისლამური პრესის სააგენტოს, ბრძოლების დროს, რაც პარასკევს ღამით დაიწყო, 5 ავღანელი მებრძოლი იქნა მოკლული და ამდენივე დაიჭრა. ამასობაში პაკისტანმა თავისი საზღვარი გადაკეტა, რათა ”ალ-ყაიდის” მებრძოლებმა, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, აღმოსავლეთ ავღანეთში იმალებიან, ვერ შესძლონ პაკისტანში ჩასვლა.