რუსეთის ჯარებმა გროზნოსა და ჩეჩნეთის

რუსეთის ჯარებმა გროზნოსა და ჩეჩნეთის სხვა რეგიონებში მეამბოხეთა ძებნისას დაახლოებით 80 ადამიანი დააკავეს.
რუსეთის ჯარებმა გროზნოსა და ჩეჩნეთის სხვა რეგიონებში მეამბოხეთა ძებნისას დაახლოებით 80 ადამიანი დააკავეს.
ჩეჩნეთის პრო-მოსკოვური ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს აღნიშნა აგრეთვე, რომ განვლილი დღე-ღამის მანძილზე რუსეთის ჯარის პოზიციებზე მეამბოხეთა სხვადასხვა თავდასხმის დროს დაიღუპნენ 4 რუსი ჯარისკაცი, 1 პოლიციელი და 1 მეამბოხე. ხოლო საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, სულ ცოტა 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა გროზნოს ცენტრალურ--- რკინიგზის სადგურთან ბომბების აფეთქებამ. ცნობილი არ არის, ეკისრება თუ არა ამ აფეთქებების პასუხისმგებლობა მეამბოხეებს. ეს ცნობები დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.