ქართულ-აფხაზური შეხვედრა ბელფასტში

მეხუთე დღეა ჩრდილოეთ ირლანდიაში გრძელდება ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია ”შერიგების რესურსის” მიერ ორგანიზებული აფხაზური ვიზიტი,
რომელიც ოლსტერის სამშვიდობო პროცესის გაცნობასა და მხარეთა შორის ნდობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებს არაფორმალური ხასიათი აქვს, საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლებებს ჩრდილოეთ ირლანდიაში წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი მაღალი რანგის პირები. დამოუკიდებელი ექსპერტის სახით შეხვედრაში მონაწილეობს ჩვენი თანამშრომელი კობა ლიკლიკაძე, რომელიც თავის შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ ბელფასტიდან.

იხ. აუდიოვერია