სულ ცოტა 18 ადამიანი დაიჭრა

სულ ცოტა 18 ადამიანი დაიჭრა დღეს, როცა პალესტინელთა პოლიცია შეეტაკა 500-მდე მეპროტესტეს,
სულ ცოტა 18 ადამიანი დაიჭრა დღეს, როცა პალესტინელთა პოლიცია შეეტაკა 500-მდე მეპროტესტეს,
რომლებმაც პოლიციის განყოფილებაზე მიიტანეს იერიში ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში. თვითმხილველთა თქმით, პოლიციამ ჰაერში ისროლა, როცა პალესტინელთა გასამხედროებული ჯგუფი ”ჰამასის” მომხრეებმა პოლიციის განყოფილებას ქვები და ასაფეთქებელი მოწყობილობები დაუშინეს. ისინი ისრაელთან კოლაბორატორის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ. ეს პირი მანამდე ჰამასმა გაიტაცა გასულ თვეში და პალესტინელთა პოლიციას გადასცა.