პაკისტანის ავღანეთთან მოსაზღვრე რეგინების მოსახლეობამ ფუნდამენტალისტებს მისცა ხმა

უკვე ვიუწყებოლდით, რომ პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები მოეწყო. წინასწარი შედეგები მოულოდნელია, რადგან რადიკალურად განწყობილმა ისლამისტურმა პოლიტიკურმა ძალებმა ამჯერად ბევრად
მეტი ამომრჩეველი მიიმხრეს. მაჰმადიანთა გაერთიანებული, ეგრეთწოდებული მოქმედების ფრონტი, რომელიც ექვსი, ადრე მოურიგებელი ფუნდამენტალისტური ჯგუფისგან შემდგარი კოალიციაა, პარლამნეტის 27 ადგილს დაეპატრონება. წინა არჩევნებში მას მხოლოდ 5 მანდატი ჰქონდა. ისლამისტებს განსაკუთრებით ბევრი ამომრჩეველი მიემხრო ავღანეთის მოსაზღვრე პროვინციებში. იქ მცხოვრებნი უკმაყოფილო არიან პაკისტანის მთავრობის კურსით, რომელიც ავღანეთთან დასავლეთის ომს ემხრობა. მთავრობასთან ახლოს მყოფმა მუსლიმანთა ლიგამ 22 ადგილი დაისაკუთრა. ყოფილი პრემიერის ბენაზირ ბჰუტოს მომხრეებს კანონმდებელთა შორის 14 ადგილი ექნებათ. სულ პაკისტანის პარლამენტში 342 ადგილია, რომელთაგან 60 ქალებისთვის და 10 კი არამაჰმადიანური უმცირესობისთვის არის დაჯავშნული. და კიდევ ერთი, პაკისტანის მმართველმა გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა გამოაცხადა, რომ მომავალმა პარლამენტმა უნდა განაგრძოს რეფორმების კურსი, რაც მუშარაფის კურსს გულისხმობს. შეგახსნებთ, რომ მუშარაფს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს კონსტიტუციის მიერ მინიჭებული.