რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ გენადი

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ გენადი სელეზნიოვმა
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ გენადი სელეზნიოვმა
ჩეხეთის მთავრობა გააკრიტიკა დღეს იმის გამო, რომ ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს არ მისცეს ჩეხეთში შესასვლელი ვიზა. მომავალ კვირაში პრაღაში ნატოს სამიტია დანიშნული, და ლუკაშენკოს ამ ფორუმში სურს მონაწილეობის მიღება. ჩეხეთის მთავრობამ იმით გაამართლა თავისი გადაწყვეტილება, რომ ბელორუსიაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. სელეზნიოვმა განაცხადა, რომ ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილება თავად წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევას.