აშშ-მა დღეს განაცხადა, რომ ირანი

აშშ-მა დღეს განაცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებს
აშშ-მა დღეს განაცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებს
ბუშერის მშენებარე ატომური ელექტროსადგურის მსუბუქ წყალზე მომუშავე რეაქტორს, და მოუწოდა რუსეთს - შეწყვიტოს ამ სფეროში თეირანთან თანამშრომლობა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის რიჩარდ ბაუჩერის წერილობით განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის მთავრობას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად ესაჭიროება ბუშერის ატომური ელექტროსადგური. რესურსებით მდიდარ ირანს სულაც არ ესაჭიროება ატომური ელექტროსადგური იმისთვის, რათა ელექტროენერგიით იყოს უზრუნველყოფილი.