ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთის რამდენიმე

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთის რამდენიმე რაიონში, სადაც ხუთშაბათს მდინარე ებროს ნაპირებიდან გადმოსვლამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთის რამდენიმე რაიონში, სადაც ხუთშაბათს მდინარე ებროს ნაპირებიდან გადმოსვლამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ადგილობრივი პრესის თანახმად, ბოლო ოცი წლის მანძილზე მსგავსი მასშტაბის სტიქიური მოვლენა ესპანეთში არ ყოფილა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა ნავარას პროვინციაში მდებარე ქალაქ ტულედას დიდი ნაწილი და მეზობელ არაგონაში მდებარე სოფლები.