ჩეხეთში, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის პრეზიდენტად

ჩეხეთში, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის პრეზიდენტად ახალი კანდიდატი,
ჩეხეთში, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის პრეზიდენტად ახალი კანდიდატი,
უნივერსიტეტის პროფესორი იან სოკოლი წამოაყენა. 66-წლის ფილოსოფოსი, ყოფილი დისიდენტი იან სოკოლი, 90-იანი წლების დამლევს მცირე ხნით ჩეხეთის განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის დღევანდელი სხდომის მონაწილეებმა სოკოლის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ვაცლავ ჰაველის მემკვიდრის არჩევის ორი უწინდელი ცდა - უშედეგოდ დამთავრდა. ჩეხეთის პარლამენტი 28 თებერვალს შეეცდება მესამედ ახალი პრეზიდენტის არჩევას.