საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ სერიოზული

საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ამერიკის მიერ ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრის დაბომბვის ჰუმანიტარულ ასპექტთან დაკავშირებით.
საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ამერიკის მიერ ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრის დაბომბვის ჰუმანიტარულ ასპექტთან დაკავშირებით.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, წუხელ ქალაქისთვის მიყენებული დარტყმები "სასტიკი" იყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბასრაში არ იმყოფება წითელი ჯვრის პერსონალი, ამიტომ შეუძლებელია ვითარების რეალურად შეფასება. ერაყის ხელისუფლება იტყობინება, რომ ბასრაში 77 ადამიანი დაიღუპა.