რუსეთი მიესალმება მოახლოებულ სამმხრივ მოლაპარაკებას

რუსეთი მიესალმება მოახლოებულ სამმხრივ მოლაპარაკებას ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამების საკითხზე
რუსეთი მიესალმება მოახლოებულ სამმხრივ მოლაპარაკებას ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამების საკითხზე
და მზად არის, მონაწილეობა მიიღოს კორეის ნახევარკუნძულზე კრიზისის მოგვარებაში. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლის თანახმად, მოსკოვი დიდი ხანია ემხრობა კრიზისის დიპლომატიის გზით მოგვარებას. ამერიკელი, ჩინელი და ჩრდილოკორეელი ოფიციალური პირები მომავალ კვირაში პეკინში შეიკრიბებიან. ამ შეხვედრით დაიწყება ფხენიანის ბირთვული პროგრამებით გამოწვეული უთანხმოების მოგვარებისაკენ მიმართული ძალისხმევა.