ორი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ორი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი - დაიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ქურთ მეამბოხეებთან მომხდარ შეტაკებაში.
ორი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი - დაიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ქურთ მეამბოხეებთან მომხდარ შეტაკებაში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეტაკება გუშინ მოხდა, როცა თურქეთის ჯარის ბადრაგი ქურთ სეპარატისტთა რაზმს გადაეყარა. ეს ამ სახის პირველი შეიარაღებული ინციდენტია ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე.