საფრთხე შეექმნა ავღანეთში სიტყვის თავისუფლებას

საფრთხე შეექმნა ავღანეთში სიტყვის თავისუფლებას
საფრთხე შეექმნა ავღანეთში სიტყვის თავისუფლებას
- აცხადებს ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩი". ამ ორგანიზაციის მონაცემებით, ავღანეთის უშიშროების ძალები აპატიმრებენ და მოკვლით ემუქრებიან მრავალ ადგილობრივ ჟურნალისტს, რომლებიც ხელისუფლების გაკრიტიკებას ბედავენ. განსაკუთრებით გახშირდა იმ კორესპონდენტების დევნა-შევიწროება, რომლებმაც თავდაცვისა და განათლების მინისტრები: მოჰამად ფაჰიმი და იუნუს კანუნი გააკრიტიკეს. ავღანეთის ინფორმაციის მინისტრმა მაჰმუდ რაჰიმმა განაცხადა, რომ კარგადაა ინფორმირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული ზომების შესახებ და არაერთგზის მიმართა საჩივრით შინაგან საქმეთა სამინისტროს.