სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მიკულაშ ძურინდამ განაცხადა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მიკულაშ ძურინდამ განაცხადა,
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მიკულაშ ძურინდამ განაცხადა,
რომ ქვეყანაში ჩატარებული ორდღიანი რეფერენდუმის მსვლელობისას ამომრჩეველთა უმრავლესობამ ევროკავშირში სლოვაკეთის გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი ჩატარებულად გამოცხადდა. ფრანს-პრესის სააგენტოს ცნობით, ამომრჩეველთა აქტიურობა სლოვაკეთში 51 პროცენტზე მეტი იყო; ამომრჩეველთა 92 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში შესვლას. ადრე, რეფერენდუმები ამავე საკითხზე ლიტვაში, მალტაში, უნგრეთსა და სლოვანიაში გაიმართა.