თამარ ჩიქოვანი, თბილისი
ანტიტერორისტული კოალიციის ძალისხმევის მიუხედავად, სხვადასხვა მასშტაბის ტერაქტების სამწუხარო სტატისტიკა იზრდება. არ შეიძლება შეშფოთებას არ იწვევდეს ის ფაქტიც, რომ დასავლეთის
სახელმწიფოთა ცნობებით, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის "ალ-კაიდას" წევრები საქართველოს აფარებენ თავს. თუ დაახლოებით ერთი თვის წინათ ასეთი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, გასულ კვირას მსგავსი ცნობა უკვე ერთერთმა ამერიკულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა. როგორ ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს საქართველო - ამ თემაზე ისაუბრებს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში გიორგი სანიკიძე. მას თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.