იერუსალიმში გაიმართა შეხვედრა პალესტინის ავტონომიისა

იერუსალიმში გაიმართა შეხვედრა პალესტინის ავტონომიისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებს, მაჰმუდ აბასა და არიელ შარონს შორის.
იერუსალიმში გაიმართა შეხვედრა პალესტინის ავტონომიისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებს, მაჰმუდ აბასა და არიელ შარონს შორის.
მხარეებმა განიხილეს "გზამკვლევის" სახელით ცნობილი საერთაშორისო სამშვიდობო გეგმის განხორციელების გზები. გეგმა საბოლოოდ პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს. შეხვედრის წინ შარონმა განაცხადა, რომ ისრაელი არასოდეს დათმობს იერუსალიმს. აბასი და შარონი მომავალ კვირაში იორდანიის ქალაქ აქაბაში შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეხვდებიან. დღეს აბასმა ისრაელის პრესაში გამოთქვა იმედი, რომ დაარწმუნებს პალესტინელთა ექსტრემისტული ორგანიზაცია ჰამასის ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ თავდასხმებისგან ბუშთან და შარონთან სამიტამდე. შარონთან აბასის პირველი შეხვედრა ჰამასის თვითმკვლელთა თავდასხმებით აღინიშნა.