საქართველოს მთიან რეგიონებში

საქართველოს მთიან რეგიონებში,
რეზერვისტებისგან შემდგარი ეროვნული გვარდიის ბატალიონების "ხევსურეთის" და "სვანეთის" შექმნამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია: სამხედრო უწყება და საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი დანაყოფების შექმნა გამართლებულია, სასაზღვრო რაიონებში შექმნილი ოპერატიული საფრთხეების გამო. ამ წამოწყების ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ ტერიტორიულ პრინციპზე სახალხო ლაშქრის ტიპის ქვედანაყოფები ამოვარდნილია საკანონმდებლო სივრციდან და თავად წარმოადგენს საფრთხეს. სწორედ ამ პრობლემის გარკვევას ემსახურება რადიო "თავისუფლების" დღევანდელი ყოველკვირეული პროგრამა "სადისკუსიო მაგიდასთან". მისი წამყვანი, კობა ლიკლიკაძე, თბილისის სტუდიაში მასპინძლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ კობა კობალაძეს და პოლიტოლოგ დავით დარჩიაშვილს.


იხ. აუდიოვერსია